8 ივნისს ქ. წალკის, კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ, პირველად უმასპინძლა, ქვემო ქართლის ღია პირველობა ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში.
24 მაისს, წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ სოფ.ბეშთაშენში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა
ქ.წალკაში მდებარე პარკში წალკის მუნიციპლაიტეტის მერიის თანამშრომლებმა ხეები დარგეს.
წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ მოადგილეებთან ერთად დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
წალკის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების, რესურს ცენტრის და სასპორტო სკოლის მხარდაჭერით, 4-5 მაისს წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სპორტული ღონისძებები "სპორტი ბარიერის გარეშე" საჯარო სკოლების გუნდებს შორის, შემდეგ სპორტულ სახეობებში: ფეხბურთი , სპრინტი, ჭადრაკი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში.
წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე და ყაზბეგის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გამოცხადებული იყო ელექტრონული აუქციონი, რომელშიც გაიმარჯვა შპს „კასს ლენდმა“.
კომპანიამ იკისრა ვალდებულება, დაშბაშის კანიონზე, 83 ჰა-ზე მოაწყოს ეკოტურისტული განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ავტოსადგომები, ვიზიტორთა ცენტრი, საკვები ობიექტი, კანიონში ჩასასვლელი ხიდები და ბილიკები
ქ.წალკაში მიმდინარეობს თამარ მეფისა და კალაიჩევის ქუჩების მოასფალტებითი სამუშაოები
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, #აჩუქეწიგნი - კამპანიის ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა წალკის მუნიციპალიტეტის მერთან ილია საბაძესთან ერთად, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ,,გუმბათის სასწავლო ცენტრს“, წიგნები გადასცა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა.
წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად , ქ.წალკაში მდებარე, 9 აპრილის სახელობის სკვერში არსებული საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა
6 აპრილს, წალკის მუნიცპლაიტეტში, დაშბაშის კანიონთან მდებარე მინი სტადიონზე , გაიმართა რეგიონული პირველობა მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობა მიიღო შვიდმა გუნდა ქვემო ქართლის რეგიონიდან.
წალკის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მთლიან და ნაწილობრივ სამშენებლო სამუშაოებსა და სამოქალაქო სამუშაეობზე
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ.ბეშთაშენამდე მისასვლელი გზის მოასფალტებითი სამუშაოები დაიწყო.
19 მარტს, ევროკავშირმა, CENN-თან ერთად, ახალ პროექტი „ეს წალკაა“ ოფიციალურად გახსნა. ღონისძიება გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, იაპონიის მთავრობის მიერ, „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,
დაფინანსებული საგრანტო პროექტების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის მერთან ილია საბაძესთან ერთად, 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ და დამსახურებულ ქალბატონებს სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა
წალკის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით "წალკის ეტალონი მოსწავლე" გაიმართა, ინტელექტ-ჩემპიონატში 82 მოსწავლე მონაწილეობდა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა კომპანიების მიერ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხსა და პროექტების დასრულების ვადებზე
19 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კომპანიონ ცხოველთა ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარის კონცეპტუალური პროექტის შესახებ იმსჯელეს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრების სხდომების და კონსულტაციების გრაფიკი, შემდეგი დღის წესრიგით: წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა;
2019 წელს, ქვემო ქართლის რეგიონში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მიუსაფარ ცხოვრელთა რეგიონული თავშესაფრის პროექტირების სამუშაოებს იწყებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ სპეციალური კამპანია დაიწყო, რომელიც რეგიონის მასშტაბით მიუსაფარ ცხოველთა მონიტორინგს ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 79 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 79 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.
ქალაქ წალკაში , 2-3 ნოემბერს ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა, გეზრბენში , სადაც მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების გუნდები.
წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ადგილობრივ მეწარმეებთან გამართა საინფორმაციო შეხვედრა
1 ოქტომბერს, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ, მოადგილესთან ერთად, წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. სამებასა და საყდრიონში 30 აღსაზრდელზე გათვლილი 2 ახალი საბავშო ბაღი გახსნა , ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს სკოლამდელ აღსაზრდელებთან.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სააღმზრდელო დაწესებულებებით მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებიც ისარგებლებენ. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებში, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს , პირველ კლასელებს კი სკოლისაკენ გზა დაულოცეს.
,,დავასუფთავოთ მსოფლიო"-ს ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში სოფელი გუმბათიდან სოფელ ავრალნოს მიმართულებით ჩატარდა დასუთავების აქცია.
ევროკავშირის და UN Women-ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტ „არა, ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში ქ. წალკაში ჩატარდა ორდღიანი საგანმანათლებლო სემინარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საგანმანათლებლო სემინარში მონაწილეობა მიიღეს იმ ადამიანებმა ვისაც აქვს აქტიური პოზიცია და სურვილი ჩაერთონ ოჯახში ძალადობის პრობლემის გადაწყვეტაში და ღონისძიებებში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასავად. პროექტის ექსპერტებმა მიაწოდეს მსმენელებს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის სახეობებზე, და იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენს ძალადობა ქალთა და მოზარდთა ფსიქიკაზე.
ჰუმანიტარული აქცია ჩატარდა ქ. წალკაში. ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“ საქართველოს ქალთა საბჭოსთან ერთად დაარიგეს ჰუმანიტარული დახმარება. საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცა მრავალშვილიან დედას, რომლის ოჯახი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში. გარდა ამისა ოჯახში ძალადობისგან დაზარალებული ქალებისთვის და მრავალშვილიან (3 და მეტი შვილი) დედებისთვის დარიგდა ტანსაცმელი. ასევე ჩატარდა უფასო სამედიცინო კონსულტაციები. თერაპევტმა და პედიატრმა შეამოწმეს ქალების და ბავშვების ჯამრთელობა, მოისმინეს ჩივილები და გასცეს რჩევები.
საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან ათი წელი გავიდა,უთანასწორო ბრძოლას წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჯარისკაცი მერაბ ჭელიძე ემსხვერპლა . ამ ადამიანმა ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე დათმო სამშობლოს დასაცავად.
26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,დმანისობა 2018“ აღინიშნა. დმანისობის დღესასწაულს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.ბარეთსა და სოფ.ლივადში მცხოვრებ ოთხ სოციალურად დაუცველ ოჯახს, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ საჩუქრად გადასცა
საწოლებისათვის გათვალისწინებული სრული კომპლექტი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
2018 წლის 14 ივლისს წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა შაქრიან დიაბეტთან დაკავშრებით
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა იურიდიულ სამსახურთან ერთად წალკის მუნიციპლაიტეტში ჩაატარა
შეხვედრა ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
11 ივლისს, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, სოციალურად დაუცველი, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების გამარჯვებული ხუთი ახალგაზრდა, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებიდან, მიღწეული წარმატებებისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა და ახალი ინიციატივის შესახებ ესაუბრა.
2018 წლის 3 ივლისს , წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ შპს "აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი" ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკას საჩუქრები გადასცა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან და წალკის მერთან, ილია საბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მოინახულა, რომელიც დასრულების ეტაპზეა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რმწუნებულმა-გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა წალკის მუნიციპალიტეტში, რომელიც კუში-ნარდევანის და კუში-ავრანლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საფარის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
19 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მორიგი შეხვედრა ჩატარდა, სადაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
წალკის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობისათვის საინფორმაციო შეხვედრა იმართება, სადაც მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას პროექტებზე „დანერგე მომავალი“აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, აგროდაზღვევა, პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“, კოოპერატივების შექმნის მექანიზმები და სარგებელი მოსახლეობისათვის.
წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ბ-ნ ილია საბაძემ, სოფ.კუშისა და სოფ.ავრანლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას - "საქართველოს მოხალისეს". პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
26 მაისის კვირეულის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში პირველობისათვის გაიმართა შეჯიბრი ჭიდაობაში , სადაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა გუნდებმა სულ 110 მოჭიდავის მონაწილეობით.
100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან.
2018 წლის 26 მაისს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად წალკის მუნიციპალიტეტის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართა კულტურული ღონისძიებები, პარალელურად სასპორტო სკოლის დარბაზში და მინი ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა სპორტული ღონისძიებები.
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“ 8 ივნისს ჩაატარებს უფასო „კიბოს სკრინინგის“ პროგრამას წალკის რაიონში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის.
მისამართი: ქ.წალკა ჭელიძის ქ.59 (საბავშვო ბაღის შენობა)
წალკის რაიონის სოფ.კუშისა და სოფ.ავრანლოს დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება.
ბოლო წლებში დიდი ყურადღება დაეთმო წყალსა და წყლის სისტემის რეაბილიტაციას, მოეწყო ჭაბურღილები და წყალსადენები.
წალკის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წელი აღინიშნა.
ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლება, ყვავილებით შეამკეს ქ.წალკაში მდებარე 9 მაისის მემორიალი და წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას მიულოცეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
წალკის მუნიციპლაიტეტში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა არსებულ საბავშო ბაღებსა და აშენდა რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღი.
პროექტების „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“ ფარგლებში გამართაშეხვედრაწალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში.
ქვემო ქართლის გუბერნატორი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
გრიგოლ ნემსაძე, პირველ მოადგილესთან ერთად, ამჯერად წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილკილისას მცხოვრებლებს შეხვდა.
გრიგოლ ნემსაძე, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, სოფელ თრიალეთშიც იმყოფებოდა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე აგრძელებს რეგიონის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს.
ამჟამად, გუბერნატორი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტას მოსახლეობას შევხვდა და ადგილზე არსებული საჭიროებები მოისმინა.
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად წალკას სტუმრობდნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედას, ელისო ანსიანს 3 მარტი და დამდეგი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
„წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ცოდნაში ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ბერძენი მოსწავლეები ეჯიბრებიან.
12 ნოემბერს , წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცენტრში გაიხსნა ინგლისური ენის კლუბი.
16 ნოემბერს, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ევროკავშირის და UN Women-ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტ „არა ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში ქ. წალკაში ჩატარდა დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ქ. წალკაში პროექტ "არა ოჯაში ძალადობას!" ფარგლებში დაიწყო და წარმატებით მიმდენარეობს ჭრა-კერვის კურსები.
წალკაში ინტენსიური თოვის მიუხედავად გზებზე საავტომობილი გადაადგილება აკრძალული არ არის.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.გუმბათში საზეიმოდ გაიხსნა 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელობის მემორიალი, რომელიც ადგილობრივი
2015 წლის 21 ივნისს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორის ადმინისტრაციის, მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტ „ლოგომედი“-ს ინიციატივითა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით წალკის მუნიციპალიტეტს „ლოგომედი“-ს სპეციალისტთა ჯგუფი ეწვია.
2015 წლის 25 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები
დღეს 29 ივნისს წალკის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბერძენ მოსახლეობასთან რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის შესახებ. რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია წარმოადგენს ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც ხელს უწყობს ..
წალკის მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების მუნიციპალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ქ. წალკის საბავშვო ბაღში სკოლამდელი აღსაზრდელების გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. გამოსაშვები ზეიმის პირველი ნომერი 13 ივლისს სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა.
საერთაშორისო ასოციაცია“ქალი და ბიზნესი“ და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის OXFAM-საქართველო ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „ძლიერი ქალები სოფლად“ ,რომლის ფარგლებშიც დღეს წალკის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
რამაზან - ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ ხინიკაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკომიგრანტთა ცენტრი“-ს კორდინატორ თემურ მგელაძესთან და ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად მოინახულეს და რამაზან-ბაირამის დღესასწაული მიულოცეს წალკაში, ყოფილი „საავადმყოფოს შენობა“-ში აჭარის მაღალმთიან სოფლებიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს.
ასევე გაეცნენ აღნიშნულ შენობაში მცხოვრები ეკომიგრანტების საცხოვრებელ პირობებსა და პრობლემებს.
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან-ბაირამის დღესასწაულს.
წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „თაობა“, მათი ქორეოგრაფი ფატმან ბოლქვაძე და ლოტბარი მანანა დუმბაძე საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფოლკლორულ (ქორეოგრაფია) ფესტივალში „კავკასია - 2015“ მონაწილეობისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისათვის დაჯილდოვდნენ ლაურიატის დიპლომით.