წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ბ-ნ ილია საბაძემ, სოფ.კუშისა და სოფ.ავრანლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
აღნიშნული გზის მონაკვეთი, მოსახლეობისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა, რომელიც წლების განმავლობაში არ შეკეთებულა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა, მიმდინარე წელს კი მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი დაიგება 4600 მეტრის სიგრძის გზაზე. ხელშეკრულების პირობების თანახმად პროექტი დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბერში.