საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან ათი წელი გავიდა,უთანასწორო ბრძოლას წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჯარისკაცი მერაბ ჭელიძე ემსხვერპლა . ამ ადამიანმა ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე დათმო სამშობლოს დასაცავად.
წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ მოადგილეებთან და ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენელთან ლევან ჟვანიასთან ერთად 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული გმირის, მერაბ ჭელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
✔️ამ დღესთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტში ასევე გაიმართა სპორტული ღონისძიება მინი-ფეხბურთში, სადაც გაიმარჯვა სოფ. გუმბათის გუნდმა.
მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა.