წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს მოხალისე
14 ივნ 2018
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას - "საქართველოს მოხალისეს". პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
➡️პროგრამის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მაშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მაშტაბით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა, ქვეყანაში საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.
➡️საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტმა, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გამოცხადა კონკურსი ქ.თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25-წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).
➡️კონკურსის პირველი ეტაპი:
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
➡️კონკურსის მეორე ეტაპი:
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ შერჩეული პროგრამის საკოორდინაციო არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.
➡️ კონკურსის შედეგად შერჩეული მოხალისეები ივლისის ბოლოს გაივლიან მოხალისეობის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებულ 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ საქართველოს მოხალისის სტატუსს.
➡️პროგრამაში მონაწილე საქართველოს მოხალისეები გადამზადების შემდეგ საკუთარ მუნიციპალიტეტებში, უშუალოდ განახორციელებენ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა- სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, სოციალური საქმიანობა, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2235
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 03 პარ 2026
431
ივნ 10 ოთხ 2026
556
აპრ 06 ორშ 2026
707
აპრ 06 ორშ 2026
610
აპრ 06 ორშ 2026
685
აპრ 06 ორშ 2026
696
აპრ 06 ორშ 2026
797
იან 28 ოთხ 2026
941
ივლ 07 ორშ 2025
1210
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები