✔️წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე და ყაზბეგის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გამოცხადებული იყო ელექტრონული აუქციონი, რომელშიც გაიმარჯვა შპს „კასს ლენდმა“.
კომპანიამ იკისრა ვალდებულება, დაშბაშის კანიონზე, 83 ჰა-ზე მოაწყოს ეკოტურისტული განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ავტოსადგომები, ვიზიტორთა ცენტრი, საკვები ობიექტი, კანიონში ჩასასვლელი ხიდები და ბილიკები.
➡️ ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - შუშის ხიდი, რომელი იქნება 240 მეტრის სიგრძის და კანიონის ერთი ნაპირიდან გადავა მეორე ნაპირამდე.
რაც შეეხება ყაზბეგის ეროვნულ პარკს, კომპანიამ აიღო ვალდებულება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყოს ე.წ ურმის გზის ბილიკზე.
კომპანიას ტერიტორია იჯარის წესით გადაეცა 45 წლის ვადით. შპს „კასს ლენდი“ ვალდებულია განახორციელოს არანაკლებ 2 500 000 ლარის ინვესტიცია და გადაიხადოს ყოველწლიური ბრუნვის 5% და ასევე, 70 000 ლარი დღგს ჩათვლით.
✔️დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარების მიმართულებით, რაც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ტერიტორიებზე ტურიზმის მდგრად განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივ მოსახლეობას გაუჩნდება დამატებითი შემოსავლები და გაუმჯობესდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.