წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი დაიწყო.
28 ივლ 2022
 

„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის“ პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში 4 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება;
  • სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება;
  •  მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების დანერგვა;
  • ადამიანის უფლებების დაცვა;

პროექტის გახსნით ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

პრეზენტაციის ბოლოს მუნიციპალიტეტების მერებთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა CENN-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1171
 
 
 
სიახლეები
 

2025 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები
აპრ 17 ხუთ 2025
70