წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თავისუფლების სიყვარულით, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაი 2023
 

26 მაისს, ქალაქ წალკის ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.

შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.

დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობასთან ერთად იზეიმეს, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

აღსანიშნავია, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს, ასევე მათ მწვრთნელებს,ფულადი ჯილდო და სიგელები გადასცა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1188
 
 
 
სიახლეები
 

2025 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები
აპრ 17 ხუთ 2025
70