წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა.
08 ივლ 2024
 
წალკის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა.
დოკუმენტის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სტრატეგიის დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობისაგან უკუკავშირის მოსმენა.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისის მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
აღნიშნული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი დიდიძემ წარადგინა.
საჯარო კონსულტაციებისას იმსჯელეს სტრატეგიის მიზნების, ამოცანების და ამ ამოცანების შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებ, რომლებიც სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებშია განსაზღვრული.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 327
 
 
 
სიახლეები
 

2025 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები