წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
2026-07-03

ინფორმაცია მოსახლეობისთვის

თევზის ინფექციური დაავადების – აერომონოზის – გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებით, წალკის წყალსაცავსა და მდინარე ქციის შესაბამის მონაკვეთებზე მოქმედებს კარანტინის რეჟიმი.

კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ:

თევზაობა;

ნებისმიერი სახის თევზის გატანა კარანტინის ზონიდან;

დახოცილი ან დაავადებული თევზის შეგროვება და საკვებად გამოყენება;

დაავადებული თევზის რეალიზაცია ან გავრცელება.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები და გაითვალისწინონ შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს დაავადების გავრცელების პრევენციასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.

კარანტინის რეჟიმი იმოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ განსაზღვრული ვადით.

ვრცლად
 

    2026 ივლისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    ივლ 03 პარ 2026
    16