ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ, საჯარო განხილვისთვის ვაქვეყნებთ განკარგულების პროექტს „წალკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“. გაცნობებთ რომ, განკარგულების პროექტი განსახილველად გადაეცა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხდომები გაიმართება შემდეგი გრაფიკით:
1. 13/03/2026 წ. 11:00-საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა;
2. 13/03/2026 წ. 12:00-საათზე ფრაქცია "ხალხის ძალის" სხდომა;
3. 13/03/2026 წ. 13:00-საათზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა;
4. 14/03/2026 წ. 12:00-საათზე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;
5. 16/03/2026 წ. 13:00-საათზე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია;
6. 17/03/2026 წ. 14:00-საათზე სოციალურ საკითხთა კომისია;
7. 18/03/2026 წ. 15:00-საათზე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია.
სხდომები გაიმართება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული აქტის პროექტზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში (მისამართი ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N22) ან ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com არაუგვიანეს მ/წლის 13 მარტისა.
განკარგულების პროექტი "წალკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ"https://tsalka.gov.ge/files/uploads/განკარგულების პროექტი.pdf
დანართიhttps://tsalka.gov.ge/files/uploads/დანართი ანგარიში 2025.pdf



შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
პეტიციები
აუქციონები
პროექტები
ბიუჯეტი
გამოკითხვა








































