წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა
18 დეკ 2025
 

ც ნ ო ბ ა 

     წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა, არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2025 წლის 22 დეკემბერს, 10:30 საათზე, გაიმართება საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

  1.  დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 
  2.   წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზეწალკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“; 
  3. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სოციალურ საკითხთა კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე "წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ";
  4. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“; 
  5.  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“; 
  6. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და ფრაქციების დასკვნები დადგენილების პროექტზე "წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ";
  7.  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნები განკარგულების პროექტზეწალკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 275
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები