წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ოქმები

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:

 

ა) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულია 13 განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული 11 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ორი მოთხოვნა გადაგზავნილი იქნა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ვინაიდან განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა მიეკუთვნებოდა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას. გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში მიღებულია წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აპარატის უფროსის თამარ ცქიტიშვილის მიერ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით  ხარჯები არ გაუწევია.

 

 

 

 

 

 

საკრებულოს   თავმჯდომარე                                      ირაკლი გიგინეიშვილი                                         

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3667
 
 
 
ოქმები
იან 14 ოთხ 2026
564
იან 14 ოთხ 2026
633
დეკ 23 სამ 2025
688
დეკ 23 სამ 2025
627
დეკ 23 სამ 2025
693
ნოემ 11 სამ 2025
878
ივნ 27 პარ 2025
815
ივნ 04 ოთხ 2025
830
აპრ 17 ხუთ 2025
1049
აპრ 02 ოთხ 2025
1129
მარ 18 სამ 2025
1022
ივლ 26 პარ 2019
2632
ივლ 25 ხუთ 2019
2684
აგვ 05 პარ 2016
3627
ივლ 29 პარ 2016
3700
ივლ 27 ოთხ 2016
3547
ივლ 26 სამ 2016
3476
ივლ 19 სამ 2016
3597
ივლ 19 სამ 2016
3662
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები