წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრები წალკის მუნიციპალიტეტში
08 ივლ 2019
 

საინფორმაციო შეხვედრები წალკის მუნიციპალიტეტში


25, 26 ივნისაა და 3 ივლისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბეშთაშენში, გუმბათსა და ბარეთის თემში  ადგილობრივ მოსალეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

მოსახლეობასთან პირისპირ დიალოგის რეჟიმში ყურადღება გამახვილდა საქართველო ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწეულ წარმატებებზე, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. აღინიშნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული რეფორმები, ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკა, განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების მნიშვნელობა.

 

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება წალკის მუნიციპალიტეტში, რომელიც მრავალეთნიკურობით გამოირჩევა. ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას საინფორმაციო-ბეჭდური მასალები (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენაზე შედგენილი) გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ- საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1706
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები