წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის ცნობა
22 აპრ 2024
 

ც ნ ო ბ ა

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2024 წლის 30 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების შესახებ“;

3. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 202წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“;

4. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2024 წლის აპრილის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს კომისიის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში  ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com

 
 
მნახველთა რაოდენობა: 46
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები