წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ანგარიში წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2022 წლის 1 ნოემბერიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ
01 ნოემ 2023
 
წარმოგიდგენთ წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე გაწეული სამუშაოს ამსახველ ანგარიშს.
მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობა არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მისი განვითარებისთვის. გამომდინარე აქედან, აღმასრულებელი ორგანოს მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის დონის და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა. ამ მიმართულებით წალკის მუნიციპალიტეტში არაერთი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, ეკონომიკური და სხვა პროექტები განხორციელდა. ყველაფერი რაც გაკეთდა და მომავალში რისი გაკეთებაც იგეგმება მიმართულია ხალხის კეთილდღეობისთვის.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხალხია. გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ მოსახლეობის აზრია უმნიშვნელოვანესი. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით იგეგმება.
2023 წლის ბიუჯეტი დაგეგმვის პერიოდში შეადგენდა 11 337 700 ლარს.
 წლის განმავლობაში მოხდა შემოსავლების გაზრდა  კერძოდ:
1.  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 4051 628 ლარი.
2.   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 572000 ლარი
3.  მაღალმთიანი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 650000 ლარი.
4.  სტიქიის შედეგების  სალიკვიდაციო ღონისძიების აღმოსაფხვრელად  252250 ლარი.
5.  მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის და ავრანლოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციოდ 177700 ლარი.
6.  დამატებითი ღირებულების გადასახადი 5 000000 ლარი
7.  ქონების გადასახადი 5 500000 ლარი
ჯამში 2023 წლის ბიუჯეტი მიმდინარე პერიოდში შეადგენს  18502400ლარს.
აქედან ბიუჯეტის გადასახდელები ნაწილდება შემდეგნაირად:
1.  შრომის ანაზრაურება 3258000
2.  საქონელი და მომსახურება (მიმ. ხარჯები + გარე განათება+წყლის ხარჯი) 1783000
3.  სესხის პროცენტი 38000
4.  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 6 ა(ა)იპ -სა და 1 შ.პ.ს -ს სუბსიდია 3249000
ა(ა)იპ  წალკის კომპლესქური სასპორტო სკოლა  390 000
ა(ა)იპ წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი  290 000
ა(ა)იპ წალკის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა 120 000
ა(ა)იპ წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და კეთილმოწყობის სამსახური  1 200 000
ა(ა)იპ წალკის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების სკოლამდელი აღზრდის ცენტრი 930 000
ა(ა)იპ  წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი  100 000
შ.პ.ს წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსერვისი 160 000
5.  ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოს გრანტი 25000 ლარი.
6.  სოციალური დახმარება 553000 ლარი.
7.  სხვა ხარჯები (საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ხარჯი+ ფასადები+სახურავები)  699100.
8.  არაფინანსური აქტივები (კაპიტალური) 8847300 ლარი.
9.  სესხის ძირი 56000 ლარი.
არაფინანსური აქტივები ნაწილდება შემდეგნაირად:
1.  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერებით 4947 349 ლარი.
2.  სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია  648 721 ლარი , ხოლო დარჩენილი 2 359 279 ლარი მიმართულია ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
საანგარიშო პერიოდში ჩემს მიერ გამართული იქნა შეხვედრები მოქალაქეებთან  მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში, სადაც მოსახლეობის მიერ შერჩეული იქნა მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხა, რის გათვალისწინებითაც წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიმდინარე წელს განხორციელდა შემდეგი პროექტები:
•   2022 წელს დაწყებულია  19 272 მეტრი სიგრძის მუნიციპალური საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდება 2023-2024 წლებში, რაზეც დაიხარჯება 14 350 003 ლარი, კერძოდ:
•   საანგარიშო პერიოდში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების და მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან წალკის მუნიციპალიტეტისათვის 4947349 ლარი გამოიყო, რომელიც  მოსახლეობის მიერ შერჩეულ  პროექტებზე გაიხარჯა.
-   სოფ. ბარეთი-არსარვანის  დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე  მოეწყო 3510 მ. ასფალტო ბეტონის საფარი, რომლის ღირებულება შეადგენს 2 190 617 ლარს (დასრულებულია);
-   სოფ. კოხტა-ხარების  დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს  3624 მ.  ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 2 481 632 ლარს (დასრულდება 2024წ);
-   სოფ. ბურნაშეთამდე  მიმავალ საავტომობილო გზაზე  მოეწყო 938 მ.  ბეტონის საფარი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 729 153 ლარი (დასრულებულია);
-   სოფ. ახალშენი-ჩივთ-კილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს   7400 მ.  სიგრძის  ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 5 538 676 ლარს (დასრულდება 2024წ);
-   სოფ. რეხა-ხანდოს  დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე  მოეწყო 3 533 მ.  ასფალტო ბეტონის საფარი, რომლის ღირებულება შეადგენს 2 928 828 ლარს (დასრულებულია);
-   სოფ. ავრანლო-რეხის  დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე  მოეწყო 800 მ.  ბეტონის საფარი, რომლის ღირებულება შეადგენს 481 097 ლარს (დასრულებულია);
•   მიმდინარე წელს  დაფინანსდა სტიქიის  შედეგად დაზიანებული 5 საცხოვრებელი სახლის სახურავების სამშენებლო მასალების შეძენა, საერთო ღირებულებით 48470 ლარი.
•   სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მოეწყო 4 საავტომობილო მილხიდი (დაბა ბედიანში და 3 ხიდი სოფ. თეჯისში)  ღირებულებით 252 250 ლარი.
•   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტს გამოეყო 572 000 ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია 403400 ლარი. ჯამში დაიხარჯება 975400 ლარი, რომლითაც მუნიციპალიტეტის 43 დასახლებაში ჩატარებული მოსახლეობის საერთო კრებების მიერ შერჩეული 48 პროექტიდან განხორციელდა 31 პროექტი, დარჩენილი 17 პროექტი დასრულდება უახლოეს მომავალში.
•   ადგილობრივი ბიუჯეტით 2023 წელს  განხორციელდა შემდეგი  ინფრასტრუქტურული პროექტები:
ქ. წალკაში 10 მრავალსართულიან ბინას  შეეცვალა დაზიანებული სახურავები, რაზეც დაიხარჯა 433 431 ლარი.
სოფლებში: სოფ. იმერაში და დაბა ბედიანში მოეწყო წყალმომარაგების რეზერვუარი და წყალშემკრები ღირებულებით 77 393 ლარი
ქ. წალკის N1 საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულება - 243 500 ლარი
ქ. წალკის სასპორტო სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულება - 190118.96 ლარი
ქ. წალკასა და წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ  გზებს ჩაუტარდა მოხრეშვითი სამუშაოები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 164 997 ლარი.
სოფელ ავრანლოში  სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 25 108 ლარი.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოები  რაზეც დაიხარჯა 19`853.98 ლარი
ქ.წალკაში არისტოტელეს ქუჩაზე  არსებული შენობების   ფასადების რეაბილიტაცია, რაზეც დაიხარჯება  454 000 ლარი.
სოფ. სამებაში მიმდინარეობს  საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით - 166 000 ლარი.
„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2023 წლის 24 იანვრის  N3 დადგენილების საფუძველზე, რომელიც დაფინანსებულია 553 000 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გაიცემა ფულადი და არაფულადი დახმარებები.
ფულადი სოციალური დახმარება გაიცა:
დედ-მამით ობოლ ბავშვებზე - დახმარება გაეწია  ერთ ობოლ ბავშვს, 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებზე - დახმარება გაეწია ერთ ოჯახს , 500(ხუთასი) ლარის ოდენობით;
ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკი) პირებზე - დახმარება გაეწია 70(სამოცდაათი) პირს, 21 000(ოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობით;
სოციალურად დაუცველ  ოჯახებზე (სარეიტინგო ქულით 65000-დან 90000-მდე) - დახმარება გაეწია 300(სამასი)  ოჯახს , 60 000(სამოცი ათასი)   ლარის ოდენობით;
 სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილ ოჯახებზე - დახმარება გაეწია 3(სამი) ოჯახს , ----- ლარის ოდენობით;
მრავალშვილიან ოჯახებზე - დახმარება გაეწია 60(სამოცი) ოჯახს , 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით;
მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე - დახმარება გაეწია 32(ოცდათორმეტი) ოჯახს , 9 600(ცხრაათას ექვსასი) ლარის ოდენობით;  
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებსა და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე - დახმარება გაეწია 75(სამოცდათხუთმეტი) პირს , 22 500(ოცდაორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით;  
იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებულ სარიტუალო მომსახურებაზე - დახმარება გაეწია 90(ოთხმოცდაათი) ოჯახს, 45 000(ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით;  
ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებზე - მიმდინარე წელს დახმარება გაეწია ბედიანის ბავშვთა სახლს 3000(სამი ათასი) ლარის ოდნობით;
 თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფ მოქალაქეებზე სოციალური დახმარება გაიცემა ტრანსპორტირებისათვის ყოველთვიურად – მიმდინარე წელსდახმარება გაეწია 6(ექვსი) პირს, ------ ლარის ოდენობით;  
არაფულადი სოციალური დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებზე, არასრულწლოვან ბავშვებზე, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების სამედიცინო მომსახურებაზე (ოპერაცია), რომლებიც  ნაწილობრივ ფინანსდებიან ან არ ფინანდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით - მიმდინარე წელს დაფინანსდა 408(ოთხას რვა) პირის სამედიცინო მომსახურება (ოპერაცია)181.179 (ასოთხმოცდაერთი ათასასსამოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით.



 
 
მნახველთა რაოდენობა: 300
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები