წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
01 თებ 2019
 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სპეციალურად განსაზღვრული თანხით დაფინანსდება, საერთო კრებებსა და საკონსულტაციო შეხვედრებზე ხმათა უმრავლესობით შერჩეული პროექტები.

2019 წლის 1 თებერვალს წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში(საბეჭისი, იმერა,ბარეთი,ლივადი) საერთო კრებები ჩატარდა , კრებას უძღვებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.

კრებაზე მოსახლეობამ, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომაგენლებთან ერთად სოფლის საჭიროებები განიხილა, მათშორის ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტული პროექტები შეირჩა.

სოფ.ბარეთს, სოფ.ლივადსა და სოფ.საბეჭიში პრიორიტეტს გარე განათების მოწყობა წარმოადგენს ხოლო სოფ.იმერაში სპორტული ინვენტარის შეძენა.

საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები წალკის მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში ამა წლის 13 თებერვლამდე გაგრძელდება..
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1953
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები