წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საავტომობილო გზები
20 ივნ 2018
 

➡️ქვემო ქართლში სახელმწიფო რმწუნებულმა-გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა წალკის მუნიციპალიტეტში, რომელიც კუში-ნარდევანის და კუში-ავრანლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საფარის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

➡️გრიგოლ ნემსაძესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო გუბერნატორის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მეტრეველი და წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე.

➡️აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა და თავისუფლად გადაადგილების პრობლემას ქმნიდა.

➡️კუში-ნარდევანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 248 732 ლარით ფინანსდება, რაც შეეხება კუში-ავრანლოს დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობას, რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 767 642 ლარი დაიხარჯება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2640
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები