წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მოსახლეობისათან საინფორმაციო შეხვედრა
19 ივნ 2018
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობისათვის საინფორმაციო შეხვედრა იმართება, სადაც მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას პროექტებზე „დანერგე მომავალი“აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, აგროდაზღვევა, პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“, კოოპერატივების შექმნის მექანიზმები და სარგებელი მოსახლეობისათვის.
➡️აღნიშნული კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.
➡️შეხვედრას ესწრებიან სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მიზნობრივი სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო დეკანოიძე,წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი და სხვა დაინტერესებული პირები.
➡️საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.
➡️საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1793
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები