წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დიდგორის ბრძოლიდან - „ძლევაი საკვირველი“ 901 წელი გავიდა.
12 აგვ 2022
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის დღესასწაულს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.

საერთო სახალხო ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე და რეგიონის მერები ესწრებოდნენ.

დიდგორობის სახალხო დღესასწაულზე წალკის მუნიციპალიტეტი, ტრადიციულად საკუთარი კუთხით იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის გამოჩენილი სიმამაცისთვის, მედალი „დიდგორის ჯვარი“გადასცა:

პოლკოვნიკ - ოთარ დოლიძეს; მასტერ სერჟანტს - გენრი სიმსივეს; სერჟანტ - ალექსანდრე ქოთოლაშვილს.

„901 წლის წინ, დიდგორის ველზე ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, სწორედ მათმა დიდმა გამარჯვებამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დიდგორი არის ერთიანობის, გამარჯვების და სიმტკიცის სიმბოლო“- წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1160
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები