წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
24 მარ 2026
 

ც ნ ო ბ ა

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2026 წლის 31 მარტს, 11:00 საათზე, გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

ა)   განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების შესახებ“;

ბ) განკარგულების პროექტი „მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით გადაცემაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;

გ) განკარგულების პროექტი წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2026 წლის მარტის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ”.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებსა და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ, საკრებულოს სხდომებზე განსახილველად ინიცირებულ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში, ან ელექტრონულ მისამართზე tsalka.mun@gmail.com

 
 
მნახველთა რაოდენობა: 361
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები