დღეს 22 ივლისს წალკის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამგებლის წარმომადგენლების ტრენინგი გაიმართა.
წალკაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ნიკოლოზ ქიზიყურაშვილთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ მოინახულა.
დღეს 31 ივლისს სოფ. არწივანში წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ, საკრებულოს თავჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წალკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ACF (ეისიეფ) მიერ დაფინანსებულ პროექტში გამარჯვებული ფერმერის უშანგი ბოლქვაძის კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოინახულეს.
შაბათს 01 აგვისტოს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მხარდაჭერითა და პროექტ „Make it Colorful”-ას ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. „Make it Colorful” პროექტი თამარ გაბაიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება, რომელიც აერთიანებს ქ.თბილისის N 26-ე საჯარო სკოლას, ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებსა და წალკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. პროექტი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და გარემოს დაცვითი უნარების განვითარებას.
6 აგვისტოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ, პირველმა მოადგილემ ანზორ ხინიკაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა, გუბერნატორთან პაატა ხიზანაშვილთან და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილესთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
6 აგვისტოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია საბაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტში არსებული ყოფილი „საავადმყოფო“-ს შენობაში შესახლებულ მოსახლეობას შეხვდა. ისინი ადგილზე გაეცნენ იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსა და საცხოვრებელ პირობებს. პრიორიტეტული საკითხები კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვეს.
6 აგვისტოს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია საბაძე, პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე, მოადგილე ემზარ გელოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ძიუდოს, ჯიუ-ჯიცუს და საბრძოლო სამბოს აკადემიის დამფუძნებელი ამერიკაში ზურაბ ბეკოშვილი, ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის დამფუძნებელი საქართველოში ავთანდილ მიქაძე, ააიპ „წალკის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის“ დირექტორი ზვიად შენგელია, ჯანდაცვის, სოც.უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი იურიკ ხჩოიანი და განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მაიზერ გვიჩიანი წალკის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დარბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნენ და სპორტის სფეროში განსახორციელებელ სიახლეებზე ისაუბრეს.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ ხინიკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სხვა თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
დღეს 20 აგვისტოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე, მოადგილე ემზარ გელოვანი და სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების ბავშვთა ზრუნვის სამსახურის სოციალური მუშაკი მარიკა კვიციანი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთში გულიკო მგელაძისა და სოფ.ბარეთში ნათელა კარაგეზოვას სოციალურად დაუცველ მრვალშვილიან ოჯახებს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები გადასცეს.
დღეს 20 აგვისტოს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე, მოადგილე ემზარ გელოვანი და სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების ბავშვთა ზრუნვის სამსახურის სოციალური მუშაკი მარიკა კვიციანი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთში გულიკო მგელაძისა და სოფ.ბარეთში ნათელა კარაგეზოვას სოციალურად დაუცველ მრვალშვილიან ოჯახებს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები გადასცეს.
დღეს 27 აგვისტოს 17:00 სთ-ზე წალკის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქველმოქმედო ფონდი „იმედის ხელი“-ს ინიციატივითა და „საქართველოს მოხალისეები“-ს მხარდაჭერით 2 წლის ქრისტინე სიდიანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
6 სექტემბერს სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტი „ეტალონი“ 10 წლის გახდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
13 სექტემბერს 12:00 სთ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით სოფ. აიაზმაში გაიმართა სახალხო ზეიმი „ჰავასობა“, რომელიც მიეძღვნა ცნობილი სომეხი მელექსისა და მომღერლის არმენაკ მარკოსიანის ხსოვნას. არმენაკ მარკოსიანი დაიბადა 1896 წლის 6 იანვარს წალკის რაიონის სოფ. აიაზმაში.
დღეს 14 სექტემბერს წალკის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში საზეიმოდ აღნიშნეს ახალი სასწავლო წლის დაწყება. გასული წლების მსგავსად წელსაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კვლავ უფასოდ დაურიგდათ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო წიგნები, ხოლო პირველ კლასის მოსწავლეებს საჩუქრად გადეცათ ლენოვოს ფირმის კომპიუტერი-ბუკები.
18 სექტემბერს „დავასუფთაოთ საქართველო“-ს კამპანიის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით სოფ. ბერთაში მოეწყო დასუფთავების აქცია დევიზით:
21 სექტემბერს წალკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის შენობაში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ბატონ პაატა ხიზანაშვილის ინიციატივიტა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია გამართეს.
საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“ და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის OXFAM საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „ძლიერი ქალები სოფლად“, რომლის ფარგლებშიც 24 სექტემბერს 12:00 სთ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებთან.
ქალაქ წალკაში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში იგეგმება 1400 მეტრიანი გზის მონაკვეთებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება რომელიც მოიცავს ეკლესიის, ლიბერთი ბანკის და სხვა ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხაჩკოვი, კაბური, ბეშტაშენი, ოზნი, თრიალეთი, გუმბათი) წყალმომარაგების სისტემისა და სათავე ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რის შედეგადაც აღნიშნულ სოფლებში გაუმჯობესდა სასმელი წყლის მიწოდება.
13 ოქტომბერს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია საბაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან ერთად წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახს ესტუმრა.
დღეს 30 ოქტომბერს 12 სთ-ზე წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი გიგინეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ხაჩატურიანმა გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის მიზნით საჯარო შეხვედრა გამართეს ამომრჩევლებთან.
წალკის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაობი დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პარკის შიდა და მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 85-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აქვეყნებს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტების პროექტს.
25 ნოემბერს „ქალთა ოთახი“-ს წალკის მუნიციპალურ სერვის ცენტრში, რომელიც უკვე სამი წელია ფუნქციონირებს გამგეობის შენობის პირველ სართულზე და აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების განვითარების ხელშეწყობაში, გამგეობის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტი“-ს დაფინანსებით პროექტ “ჰორიზონტის გაფართოება, გაუმჯობესებული არჩევანი, ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიხსნა საოფისე პროგრამებისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები.
20 ნოემბერს წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა მხატრული კითხვის კონკურსი „პოეზიის ინტეგრალები“.
დღეს 25 ნოემბერს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველ სართულზე გაიხსნა სახელმწიფო ნოტარიუსის კაბინეტი. რომელიც იფუნქციონირებს კვირაში ორი დღე: ოთხშაბათი და შაბათი 11:00სთ-დან 17:00სთ-მდე.
26 ნოემბერს ქალაქ წალკაში დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „NCDC”,და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ერთობლივი ინიციატივით, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ ორგანიზებით მობილური ამბულატორიის მეშვეობით “C” ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოეწყო ერთ დღიანი უფასო სამედიცინო აქცია, აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა “C”ჰეპატიტისა და აივ ინფექციის სწრაფი სკრინინგ- ტესტირება.
25 ნოემბერს ბერძნულმა სამედიცინო ფონდმა „ჰიპოკრატე“ წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩუქრად გადმოსცა ჰიგიენის პირველადი მოხმარების საგნები, რომლებიც გამგებლის ილია საბაძის ინიციატივით გადაეცათ ქ. წალკის N1 და N2 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
25 ნოემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ წალკის მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმო „ვიტა პროდუქტი“ გახსნა.
წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ წალკის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურის ცენტრი“-ს დირექტორს კახა ვანაძეს საჩუქრად გადასცა ქართული ხალხური საკრავები.
4 დეკემბერს ქ. რუსთავის N7 საჯარო სკოლის შენობაში წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ათ წარჩინებულ მოსწავლეს, რომელთა შორის იყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - თამარ სანიკიძემ და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაატა ხიზანაშვილმა საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს.
წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და წალკის საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა, სკოლის მოსწავლეებმა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრებითა და სახაალწლო წარმოდგენებით აღნიშნეს დამდეგი შობა- ახალი წლის მოახლოება.
დღეს 30 დეკემბერს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ.
30 დეკემბერს 16:30 სთ-ზე ქ.წალკის სასპორტო სკოლის დარბაზში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები
4 იანვარს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებელმა - ილია საბაძემ საჯარო სკოლების 14 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის
ბერთას სამი მღვდელმთავრის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კერძოდ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთაში, იგი თბილისიდან 120 კილომეტრითაა მოშორებული, ხოლო ქალაქ წალკიდან 21 კმ-ით.
დღეს 25 თებერვალს წალკის მუნიციპალიტეტში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმჭიფო დროშები დაეშვა. ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად, პარლამენტის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო
3 მარტს 12:00 სთ დედის დღესთან დაკავშირებით, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით სასპორტო სკოლის დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
1 აპრილს წალკის მუნიციპალიტეტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მისი მოადგილე ლია გიგაური , ქვემო ქართლში სახელმწიფო-რწმუნებული პაატა ხიზანაშვილი ეწვივნენ, რომლებმაც ადგილობრივი ხელისუფლების
5 აპრილს შ.პ.ს. „საქართველოს ნერგებმა“ წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით 250 ძირი კიპარისის ნერგი საჩუქრად გადასცა წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ხარების საჯარო სკოლას. ნერგები სკოლის
6 აპრილს წალკის მუნიციპალიტეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი-სოზარ სუბარი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორი
დღეს 14 აპრილს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და მხარდაჭერით სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონი“-ის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით გუნდთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია, პროექტ
16 აპრილს ქვემო ქართლში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, ერთმანეთს რუსთავის, გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გუნდები დაუპირისპირდნენ. გოგონათა შორის
9 მაისს წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ორგანიზებით, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა
7 მაისს ქ. რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა სასკოლო-სასპორტო ოლიმპიადის რეგიონალური შეჯიბრის ფინალური ტური მინი ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ წალკის, რუსთავის, დმანისის, თეთრიწყაროს,
26 მაისს წალკის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
31 მაისს წალკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის შენობაში წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ჯავრიშვილის თვალის მიკროქირურგიის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია გამართეს.