27 სექტემბერს წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ და რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა არსენ ჯმუხაძემ , ქ.წალკის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ჯულიეტა გასვიანს საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი.
ჯულიეტა გასვიანი 68 წლის მასწავლებელია, რომლის პროფესიული მოღვაწეობაც 1975 წლიდან გალის რაიონის სოფ .დიხაზურგის საშუალო სკოლაში დაიწყო, შემდეგ იყო ქ.სოხუმის მე-13 საშუალო სკოლა,სადაც ის სოხუმის დაცემის დღემდე მუშაობდა.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ იძულებით საცხოვრებლად გადმოსულმა ქალაქ თბილისში გააგრძელა საქმიანობა, ხოლო 2007 წელსიდან დღემდე წალკის # 2 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელია.
10 წლის განმავლობაში, ცხოვრობდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფ.ბარეთში, საიდანაც, რეგიონის მკაცრი კლიმატის მიუხედავად მაინც ახერხებდა ყოველდღიურად ჩამოსულიყო ფეხით ქ.წალკაში, იმისათვის რომ მოსწალეებს ჩატარებოდათ მათემათიკის გაკვეთილები.
27 სექტემებერს ჯულიეტა გასვიანს, მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება და გადაეცა სიგელი.
სიახლეები
ქ.წალკის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ჯულიეტა გასვიანს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
27 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4395
სიახლეები
ოქტ 21 ოთხ 2026
73
ოქტ 21 ოთხ 2026
77
ოქტ 19 ორშ 2026
124
ოქტ 19 ორშ 2026
102
ოქტ 13 სამ 2026
194
ოქტ 13 სამ 2026
189
სექ 30 ოთხ 2026
302



შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
პეტიციები
აუქციონები
პროექტები
გამოკითხვა









































