წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2022 წლის 26 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოსფრა მორიგი სხდომა შემდეგი დღის წსერიგით:
1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;
3. ანკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“;
4. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2022 წლის დეკემბრის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com