ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2022 წლის 18 მარტს 14:00 საათზე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელ. ტენდერში (სატენდერო განცხადების #NAT220002040) გამოვლენილ გამარჯვებულ შპს „აკასთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
2. განკარგულების პროექტი „გამონაკლისის დაშვების და დაჩქარებული წესით წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ხრამჰესის ქუჩისთვის ედუარდ ბრაიშის სახელის მინიჭების მიზანშეწონილების შესახებ“.