ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2022 წლის 25 თებერვალს 10:00 საათზე გაიმართება საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა შემდეგი დღის წესრიგით :
-
დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N6 დადგენილებაში ცვლილების შესახებ;
-
დადგენილების პროექტი “წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის #20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
-
განკარგულების პროექტი „მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.