ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 30/07/2021 წ. 11:00-საათზე გაიმართება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 ივლისის N 31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
3. დადგენილების პროექტი „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“;
4. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების ნუსხის დამტკიცების შესახებ სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კომპანია (აგიტაცია)“;
5. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2021 წლის ივლისის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.