ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 29/04/2021 წ. 11:00-საათზე გაიმართება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
- განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი წალკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ“;
- განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით მუნიციპალიტეტში განსაზღვრული თანხის განაწილების შესახებ“;
- განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“;“
- განკარგულების პროექტი “წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2021 წლის აპრილის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ”.