ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 23 მარტს 10:00 საათზე საკრებულოში გაიმართება ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა;
სხდომაზე განხილული იქნება:
1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ივლისის #6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
3. განკარგულების პროექტი „მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით გადაცემაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
4. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
5. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ავეტის შახბაზიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიების/ფრაქციების სხდომებზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროეზტებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com