ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, საკრებულოში გაიმართება შემდეგი სხდომები:
25 თებერვალს 10:00-საათზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს სხდომა;
25 თებერვალს 11:00 საათზე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა;
სხდომაზე განხილული იქნება:
1. დადგენილების პროექტი „საქართველოს კანონის“ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 და 1351 გათვალისწინებულ შემთხვევებში წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილ საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“;
2. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ;
3. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“-ს სახელწოდების შეცვლის შესახებ;
4. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ავეტის შახბაზიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიების/ფრაქციების სხდომებზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროეზტებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com