ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, მ/წლის 19, 20 და 24 ნოემბერს საკრებულოში გაიმართება შემდეგი სხდომები:
19 ნოემბერს : 10:00-საათზე საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა;
20 ნოემბერ: 11:00-საათზე საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა;
12:00-საათზე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა;
24 ნოემბერს: 10:00-საათზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა;
11:00-საათზე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა;
12:00-საათზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა;
13:00-საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების“ სხდომა;
14:00-საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ სხდომა;
15:00-საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეების“ სხდომა;
16:00-საათზე ფრაქცია „ერთობის“ სხდომა;
სხდომებზე განხილული იქნება:
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;
- განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“;
აგრეთვე საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია და საკრებულოს ფრაქციები დამატებით განიხილავენ:
3. განკარგულების პროექტი “წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (ს.კ. 85.40.21.070, 85.40.21.071 და 85.40.21.072) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიების/ფრაქციების სხდომებზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროეზტებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიების/ფრაქციების სხდომებზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს გაეცნონ წალკის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე http://www.tsalka.gov.ge/