ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 27/08/2020 წ. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება სხდომები შემდეგი გრაფიკით:
11:00-საათზე სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა;
11:30-საათზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა;
სხდომებზე განხილული იქნება:
1. დადგენილების პროექტი „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აგვისტოს #17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების ნუსხის დამტკიცების შესახებ სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)“
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის-ფრაქციის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა II სართული.