წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საკრებულოში ინიცირებულია დადგენილების პროექტი
14 ნოემ 2019
 

 

საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ   წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საკრებულოში  ინიცირებულია დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2020 წლის  პრიორიტეტების დოკუმენტის  დამტკიცების შესახებ“ და განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (საძოვარი კატეგორია)  ს.კ N85.22.21.034, N85.03.21.021, N 85.03.21.022, N85.03.21.023, N85.03.21.047 და N85.03.29.012) სახელმწიფოსათვი უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ საკრებულოს ბიუროს დავალებით  საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში  განიხილება აღნიშნული ნორმატიული აქტისა და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების პროექტები შემდეგი გრაფიკით

2019 წლის 21 ნოემბერს:

·         10-30 საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა;

·         11  - საათზე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა;

·         11-30 საათზე - სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა;

·         12-00 „სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის“  კომისიის სხდომა.

 

2019 წლის 22 ნოემბერს:

·         11 საათზე - საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა;

 

·         12 საათზე -  ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა.

 

ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არაუგვიანეს მ/წლის 21  ნოემბრისა.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს  გაეცნონ საკრებულოს აპარატში, მისამართზე; ქ.წალკა, არისტოტელეს ქუჩა N 22, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა  II სართული.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების  საყურადღებოდ:  თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და  წალკის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტებზე წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები  არა უგვიანეს მ/წლის 25 ნოემბრისა წარმოადგინონ საკრებულოს აპარატში  შემდეგ მისამართზე: ქ. წალკა, არისტოტელეს ქუჩა N22, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა  II სართული.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1035
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები