წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა
25 სექ 2019
 

ც ნ ო ბ ა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში,  2019 წლის 27 სექტემბერს 10:00 საათზე გაიმართება საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:

1. განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი წალკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული საპროექტო წინადადებების  მოწონების  შესახებ“

2. განკარგულების პროექტი “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ”.

 

საკრებულოს აპარატი გაცნობებთ:

ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის  სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტს  გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა  II სართული.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1527
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები