ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 29/05/2019 წ. 10:00-საათზე გაიმართება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:
დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საკრებულოს აპარატი გაცნობებთ:
ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის/ფრაქციის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით .
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის-ფრაქციის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა II სართული.