ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 23/05/2019 წ. 11:00-საათზე გაიმართება საკრებულოს სივრცითი ტერიტოტიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:
ჯამრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველუოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის N120 დადგენილებით დამტკიცებული ჯამრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, განკარგულების პროექტი „ამბულატორიული მომსახურების მიწოდების მიზნით წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინიცირებული წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასაშენებელი და სარეაბილიტაციო ამბულატორიების საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე “
საკრებულოს აპარატი გაცნობებთ:
ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის/ფრაქციის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით .
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის-ფრაქციის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა II სართული.