ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 12/04/2019 წ. 11:00-საათზე გაიმართება საკრებულოს სივერცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:
განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელ. ტენდერში (სატენდერო განცხადებების #NAT190004790) გამოვლენილ გამარჯვებულ შპს „სამებასთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
საკრებულოს აპარატი გაცნობებთ:
ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის/ფრაქციის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით .
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის-ფრაქციის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა II სართული.