წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, გაიმართება საკრებულოს ფრაქციის და კომისიების სხდომები შემდეგი გრაფიკით:
1. 24/12/2018 წ. 12:00-საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:
ა) განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პრიორიტეტის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;
გ) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
დ) განკარულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი წალკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ“.
2. 25/12/2018 წ. 11:00-საათზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:
ა) განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პრიორიტეტის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;
გ) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
3. 25/12/2018 წ. 12:00-საათზე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:
ა) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
საკრებულოს აპარატი გაცნობებთ:
ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის/ფრაქციის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით .
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის-ფრაქციის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა II სართული.