ც ნ ო ბ ა
საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საკრებულოში ინიცირებულია დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ და განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს ბიუროს დავალებით საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში განიხილება აღნიშნული ნორმატიული აქტიების პროექტები შემდეგი გრაფიკით
2018 წლის 21 ნოემბერს :
10 საათზე - სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა;
11 საათზე - „სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის“ კომისიის სხდომის;
12 საათზე - „ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა“კომისიის სხდომის;
2018 წლის 21 ნოემბერს :
10 საათზე - ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომის;
11 საათზე - „საფინანსო საბიუჯეტო“ კომისიის სხდომის;
12 საათზე - სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომის;
.
ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არაუგვიანეს მ/წლის 25 ნოემბრისა.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა II სართული.