წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომის.
დღის წესრიგი:
ქ. წალკა; 27.09.2018 წ.
10:00 საათზე
1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“
2. დადგენილების პროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშების, ჯარიმის გადახდის, სააღსრულებლო ფურცლის გამოწერისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“;
3. დადგენილების პროექტი “მშენებლობის ნებართვის ტიპური ფორმის და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ”.
საკრებულოს აპარატი გაცნობებთ:
ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები ფრაქციის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მ/წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ ფრაქციის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს ფრაქციის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ფრაქციის განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა II სართული.