ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. №22-ში, 2025 წლის 17 დეკემბერს, 10:00 სთ-ზე, გაიმართება საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;
2. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“;
3. დადგენილების პროექტი "წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ";
4. დადგენილების პროექტი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;
5. დადგენილების პროექტი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ;
6. დადგენილების პროექტი "წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ".



შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
პეტიციები
აუქციონები
პროექტები
ბიუჯეტი
გამოკითხვა








































