ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2025 წლის 30 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
ა) განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“;
ბ) განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2025 წლის აპრილის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.