წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
24 იან 2025
 

ც ნ ო ბ ა

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2025 წლის 28 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

ა) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“;

ბ) დადგენილების პროექტი „წალკის  მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის დამტკიცების შესახებ“;

გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებულ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლებსა და 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის გაცნობა;

დ) განკარგულების პროექტი წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2025 წლის თებერვლის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ”.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს კომისიის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში  ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com

 
 
მნახველთა რაოდენობა: 210
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები