ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2024 წლის 28 ივნის 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 აპრილის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
3. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2024 წლის ივნისის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;
4. მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს კომისიის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com