წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ცნობა
24 მაი 2024
 

ც ნ ო ბ ა

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2024 წლის 31 მაისს 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

ა)  განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“;

ბ) განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის #გ-119.11924121001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

გ) განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2024 წლის მაისის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს კომისიის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში  ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com

 
 
მნახველთა რაოდენობა: 341
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები