ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2024 წლის 30 აპრილს 10:30 საათზე გაიმართება საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა დადგენილების პროექტზე „წალკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მომართვა „ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ პროექტის ფარგლებში თეთრიწყარო - წალკის სარკინიგზო უბნის დერეფანში მშენებლობისათვის საჭირო წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს კომისიის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com