ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N22-ში, 2023 წლის 19 დეკემბერს 10:00 საათზე გაიმართება საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის #39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“;