ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2023 წლის 11 დეკემბერს 11:00 საათზე საკრებულოში გაიმართება ბიუროს რიგგარეშე სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:
ა) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
გ) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის #39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
დ) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ე) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
ვ) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“.



შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
პეტიციები
აუქციონები
პროექტები
ბიუჯეტი
გამოკითხვა








































