ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ, საჯარო განხილვისთვის ვაქვეყნებთ განკარგულების პროექტს „წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“. გაცნობებთ რომ, განკარგულების პროექტი განსახილველად გადაეცა წალკის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას და ფრაქციებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხდომები გაიმართება შემდეგი გრაფიკით:
1. 09/03/2023 წ. 16:00-საათზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა;
2. 09/03/2023 წ. 15:00-საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა;
3. 09/03/2023 წ. 14:00-საათზე ფრაქცია "ერთობის" სხდომა;
4. 09/03/2023 წ. 13:00-საათზე ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხდომა;
სხდომები გაიმართება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტის პროექტზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში (მისამართი ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N22 II-ე სართული) ან ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com არაუგვიანეს მ/წლის 9 მარტისა.
https://tsalka.gov.ge/files/uploads/ანგარიში განკარგულების პროექტი.doc
https://tsalka.gov.ge/files/uploads/2022_წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.docx