წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
„სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის“ კომისიის სხდომის.
დღის წესრიგი:
ქ. წალკა; 18.01.2018 წ.
10: 30 საათზე
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ზედამხედველობის სამმართველოს სამართლებრივი ექსპერტიზა:
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N29 დადგენილებაზე;
საკრებულოს აპარატი გაცნობებთ:
ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მ/წლის 17 იანვრის ჩათვლით.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტის პროექტს გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა II სართული.