ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2025 წლის 31 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
ა) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ბ) დადგენილების პროექტი „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“;
გ) განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ შენობა- ნაგებობების ნუსხის დამტკიცების შესახებ სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)“;
დ) განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელ. ტენდერში (სატენდერო განცხადების NAT250010490) გამოვლენილ გამარჯვებულ შპს „ჯეო ბილდ გრუპთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
ე) განკარგულების პროექტი “წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2025 წლის ივლისის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ”.



შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
პეტიციები
აუქციონები
პროექტები
ბიუჯეტი
გამოკითხვა

